"დორტმუნდის" რომელი ფეხბურთელებით დაინტერესდა "რეალი" ?

9-11-2017, 19:41

მადრიდის „რეალი“ მართალია ბოლო ორი „ჩემპიონთა ლიგის“ გათამაშების მოქმედი ჩემპიონია, მაგრამ ზინედინ ზიდანის გუნდი თავის საუკეთესო ფორმაში არ იმყოფება. სწორედ ამის გამო კლუბი დორტმუნდის „ბორუსიაში“ დამხმარე ძალას ეძებს.

90-იანი წლებიდან მოყოლებული, არავის არ აქვს მადრიდის „რეალის“ გარდა „ჩემპიონთა ლიგა“ ზედიზედ ორჯერ მოგებული. 12 მაისს „რეალმა“ "იუვენტუსი" დაამარცხა. 12-გზის ტურნირის ჩემპიონი კლუბისგან ძალიან ბევრი ისევ ელოდა და ელოდება „ჩემპიონთა ლიგის“ ზედიზედ მესამედ მოგებას.

თუმცაღა, ზინედინ ზიდანის გუნდმა წელს არც თუ ისე კარგი სტარტი აიღო - ყოველ შემთხვევაში არა ისეთი, როგორსაც სამეფო კლუბისგან ელოდნენ. „ლა ლიგაში“ 11 ტურის ჩატარების შემდგომ, „რეალი“ 8 ქულით ჩამორჩება „ბარსელონას“. „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ დაფიქსირებულმა ფრემ და მარცხმა კი „თეთრები“ ჯგუფში მეორე ადგილზე დატოვა.

ამ ყველაფრის ფონზე, გასაკვირი არ იქნება იმის თქმა, რომ ფლორენტინო პერესი გუნდის გაძლიერების გეგმებს სახავს, რა პროცესშიც ზინედინ ზიდანის მწვრთნელობის საკითხი შესაძლოა კიდევ უფრო მეტი წნეხის ქვეშ აღმოჩნეს თუკი კლუბი თამაშს არ გააუმჯობესებს.

პერესს უყვარს ვარსკვლავების კლუბში გადაყვანა და გრანდიოზული ტრანსფერები. „El Gol”-ის ინფორმაციით, კლუბის პრეზიდენტს დორტმუნდის „ბორუსიისგან“ სურს ფორვარდ კრისტიან პულიშიჩისა და ნახევარმცველის იულიან ვაიგლის შესყიდვა.

ვებგვერდის ინფორმაციით, „ბუნდესლიგაში“ მოთამაშე წყვილის სანაცვლოდ, მადრიდის „რეალი“ გერმანულ მხარეს ლუკას ვასკესს და მარკოს ლორენტეს გადასცემს.

გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, "დორტმუნდმა" არაერთი ფეხბურთელი გაყიდა. მათ შორის იყო უსმან დემბელე. კლუბმა დემბელე „რეალის“ კონკურენტ „ბარსელონას“ მიჰყიდა, როგორც ნეიმარის შემცვლელი.

"დორტმუნდის" რომელი ფეხბურთელებით დაინტერესდა "რეალი" ?


"დორტმუნდის" რომელი ფეხბურთელებით დაინტერესდა "რეალი" ?


"დორტმუნდის" რომელი ფეხბურთელებით დაინტერესდა "რეალი" ?


"დორტმუნდის" რომელი ფეხბურთელებით დაინტერესდა "რეალი" ?

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით