მესიმ თანაგუნდელი ვერ იცნო

მესიმ თანაგუნდელი ვერ იცნო

9-11-2017, 23:48

„ბარსელონას“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ თავისივე ნაკრების წევრი - სებასტიან დრიუსი ვერ იცნო და ისიც ჩვეულებრივ გულშემატკივრად მიიჩნია.

კურიოზული შემთხვევა მოსკოვის სასტუმროს დერეფანში მოხდა, სადაც არგენტინის ეროვნული ნაკრებია დაბანაკებული.

გარკვეული დროის შემდგომ, დრიუსიმ „ინსტაგრამზე“ მესისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და იქვე მიაწერა: „მადლობა ფოტოსთვის, დიდებულო.“ ლიონელ მესიმ ბოდიში მოუხადა სებასტიან დრიუსის და უთხრა, რომ კეპის გამო ვერ იცნო.

შეგახსენებთ, რომ რუსეთისა და არგენტინის ეროვნულ ნაკრებებს შორის დაპირისპირება შაბათს, 11 ნოემბერს შედგება. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით