ალვარო მორატამ "რეალში" დაბრუნების შესახებ ისაუბრა

ალვარო მორატამ

10-11-2017, 19:46

„ჩელსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, სადაც მადრიდის „რეალში“ დაბრუნებაზეც გამოთქვა საკუთარი პოზიცია.

„მე მადრიდის „რეალის“ დიდი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ „ჩელსიში“ ვასპარეზობ. რა თქმა უნდა „რეალში“ დავბრუნდებოდი, მაგრამ ეს რთული საკითხია. პრინციპში, ამ ყველაფერზე მხოლოდ მაშინ შეგვეძლება საუბარი, როდესაც „ჩელსისთან“ ერთად ყველაფერს მოვიგებ და ლონდონში სოლიდურ კარიერას ავიწყობ.“

„გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვფიქრობ, რომ „რეალში“ დავბრუნდები. თუმცა ვინ იცის, მომავლის წინასწარმეტყველება არ შეგვიძლია. ამ თემაზე თითქმის არ ვფიქრობ. მე ბედნიერი ვარ „ლონდონში.“ - ციტირებს მორატას სიტყვებს „Cadena Ser”.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ, მორატა „რეალიდან“ „ჩელსიში“ გადავიდა. მიმდინარე სეზონში 25 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე 15 მატჩი, 8 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით