სასაცილო მიზეზი, რომლის გამოც მესიმ თანაგუნდელს ოფიციალურად მოუბოდიშა

სასაცილო მიზეზი, რომლის გამოც მესიმ თანაგუნდელს ოფიციალურად მოუბოდიშა

10-11-2017, 22:07

არგენტინის ეროვნული ნაკრების ლიდერმა ლიონელ მესიმ გადაწყვიტა ოფიციალურად ეთხოვა პატიება სებასტიან დრიუსის წინაშე. მოსკოვის ერთ-ერთ სასტუმროში მესიმ თანაგუნდელი ვერ იცნო.

დრიუსიმ მესისთან ერთად ფოტო გადაიღო და თავის სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ განათავსა. თუმცაღა, „ბარსელონას“ თავდამსხმელმა გუნდელი ვერ იცნო და მასთან ერთად ფოტო ისე გადაიღო, როგორც რიგით გულშემატკივართან.

„მე ვიცნობ მას. მრცხვენია, რომ ვერ ვიცანი.“

„როდესაც ფოტოს გადაღება მთხოვა, მივიჩნიე რიგით გულშემატკივრად, ჩვეულებრივ ერთ-ერთ მომსვლელად, ვინც მთხოვს ხოლმე მათთან ფოტოს გადაღებას. ჩვენ ერთი და იმავე ტატუს ოსტატი გვემსახურება. სოციალურ ქსელში ვწერდით კიდევაც ერთმანეთს.“

„ცოტა ხნის შემდგომ, ჩვენი ფოტო ინსტაგრამზე ვიხილე. ამ ყველაფრიდან გამომდინარე მის წინაშე შენდობას ვითხოვ.“ - განაცხადა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის და ნიგერიის წინააღმდეგ გასამართ მატჩში, დრიუსი არგენტინის ეროვნული ნაკრების განაცხადში არ არის.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით