"ატლეტიკოს" იტალიელი მეკარის ყიდვა სურს

10-11-2017, 22:18

„მილანის“ მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ კარიერა შესაძლოა „ატლეტიკოში“ განაგრძოს.

მადრიდულ კლუბში იან ობლაკის შემცვლელ ნიჭიერ გოლკიპერს ეძებენ. სლოვენიელი მეკარე ევროპულ კლუბებს შორის საკმაოდ მოთხოვნადია. მომავალ ზაფხულს იგი შესაძლოა „პ.ს.ჟ.“-ში, „მანჩესტერ იუნაიტედში“ ან „ლივერპულში“ გადავიდეს.

გასულ ზაფხულს დონარუმა მზად იყო „მილანი” დაეტოვებინა, მაგრამ მრავალი ალტერნატივის გადაფასების შემდგომ, გაზრდილი ხელფასის ფონზე, კვლავ გადაწყვიტა კლუბთან კონტრაქტი გაეხანგრძლივებინა.

იტალიური მასმედიის ინფორმაციით, დონარუმას „მილანში“ ყოფნა-არყოფნის საკითხი კლუბის „ჩემპიონთა ლიგაზე“ მოხვედრასთან პირდაპირ კავშირშია.

"ატლეტიკოს" იტალიელი მეკარის ყიდვა სურს

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით