სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ინგლისი / უცხოური ფეხბურთი / ტრანსფერები / ტალანტები
ედენ აზარი "რეალში" ?

„ჩელსის“ თავდამსხმელი ედენ აზარი გამოტყდა, რომ მადრიდის „რეალში“ თამაში მისი ოცნებაა. ბელგიელი ფეხბურთელის თქმით, ფრანგი ზინედინ ზიდანი მისი შთაგონების წყაროა.

მასმედიაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც „თეთრები“ ბელგიელი ვარსკვლავით დაინტერესებულნი იყვნენ. ახლა, რამდენადაც აზარმა ზინედინ ზიდანის გუნდში თამაში საკუთარ ოცნებად მოიხსენია, შესაძლო ტრანსფერის ალბათობა კიდევ უფრო გაზრდილიყო.

ბელგიურ „RTL” ტელევიზიასთან საუბრისას აზარმა თქვა: „ყველამ იცის თუ რაოდენ დიდ პატივს ვცემ ზიდანს როგორც მოთამაშეს და ასევე როგორც მწვრთნელს. იგი ჩემი შთაგონების წყაროა. არ ვიცი მომავალში რა მოხდება ჩემ კარიერაში, მაგრამ ზინედინ ზიდანის გუნდში თამაში ჩემი ოცნებაა. ყველაფრისდა მიუხედავად, „ჩელსიში“ თამაშისგანაც დიდ სიამოვნებას ვიღებ და ბედნიერი ვარ. ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია “სტემფორდ ბრიჯზე“ და უნდა გავაკეთო კიდეც. ფოკუსირებას „ჩელსიში“ თამაშზე ვახდენ.“










კომენტარის დამატება