ნეიმარზე ყველაფერი გაირკვა - ბრაზილიელმა ცრემლები ვერ შეიკავა

სიახლეები / პირადი ცხოვრება / ვიდეო / ფეხბურთი / ესპანეთი / საფრანგეთი / ბრაზილია / უცხოური ფეხბურთი / ტრანსფერები 11-ნოე, 10:259 GioToServe 5225 0






პრესკონფერენციაზე ნეიმარმა ტირილი დაიწყო მას შემდეგ, რაც ბრაზილიელმა მწვრთნელმა 25 წლის ფეხბურთელი დიდებული სიტყვებით მოიხსენია.

ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი ამ ზაფხულს „ბარსელონადან“ „პ.ს.ჟ.“-ში 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მან არ დამალა თავისი გულისწყრომა მასმედიის მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაციების მიმართ. ფეხბურთელმა ემოციურად განაცხადა, რომ მას არც უნაი ემერთან და არც ედინსონ კავანისთან არ აქვს არანაირი პრობლემა.

მედიაში ბრაზილიელი ფეხბურთელი ყველაზე პოპულარული თემა გახლდათ. ბრაზილიელმა მწვრთნელმა ის ყველამხრივ დაიცვა. როდესაც „ბარსელონას“ ყოფილმა თავდამსხმელმა იგრძნო მწვრთნელისგან ასეთი თანადგომა, ცრემლები ვეღარ შიკავა.

ნეიმარმა კი თავად განაცხადა: „მასმედია ჩემ შესახებ ისეთ ინფორმაციებს ავრცელებს, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება. არანაირი პრობლემა არ მაქვს არც მწვრთნელთან, არც მენეჯმენტთან, არც ხელმძღვანელობასთან, არც პერსონალთან და არც ედინსონ კავანისთან. ძალიან ბედნიერი ვარ „პ.ს.ჟ.“-ში ისევე როგორც ჩემი პირადი სტატისტიკით, ასევე ყველა დანარჩენით.“



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018