კოუტინიოს გამო "ბარსელონა" სამი ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ინგლისი / ტრანსფერები / ტალანტები 11-ნოე, 23:309 GioToServe 421 0





„ლივერპულის“ ნახევარმცველის ფილიპე კოუტინიოს გამო „ბარსელონა“ მზადაა 3 ფეხბურთელი გაყიდოს.

გასულ წელს ბრაზილიელი კატალონიური კლუბის ძირითად სამიზნეს წარმოადგენდა, მაგრამ „ლივერპულმა“ ფეხბურთელი 120 მილიონი ევროს სანაცვლოდაც კი არ გაყიდა. „ბარსელონა“ ზამთარში კვლავ დაუბრუნდება კოუტინიოს, მაგრამ სანამ ფეხბურთელს კიდევ ერთ წინადადებას შესთავაზებს, იქამდე კლუბი 3 რეზერვისტი ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს.

„MD”-ის ინფორმაციით, „ბარსელონა“ შეეცდება რაფინიას, დენის სუარესის და არდა თურანის გაყიდვას. „ლა ლიგის“ მიმდინარე გათამაშებაში, დასახელებული ფეხბურთელებიდან მხოლოდ სუარესს აქვს 6 მატჩი ჩატარებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ კატალონიურ კლუბთან „აიაქსის“ მცველის - მატეის დე ლიგტსის სახელსაც აკავშირებენ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა