"არსენალმა" სანჩესის შემცვლელი იპოვა!

12-11-2017, 14:02

როგორც ცნობილია, „არსენალის“ რიგებში კადრობრივი პრობლემები უკვე დიდი ხანია რაც არსებობს. ამას ისიც ემატება, რომ ალექსის სანჩესს კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს და წასვლას გეგმავს. ლონდონელები ჩილელი ფორვარდის პოტენციური შემცვლელის ძიებას განაგრძობენ.

გამოცემა „Mirror”-ის ინფორმაციით, „კრისტალ პალასის“ თავდამსხმელმა უილფრიდ ზაჰამ შესაძლოა კარიერა „არსენალში“ განაგრძოს. თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე, ფეხბურთელი სანჩესს ნამდვილად ჰგავს. ფეხბურთელს შეუძლია თანაბრად კარგი თამაში როგორც შეტევის ცენტრში, ასევე ვინგერის პოზიციაზეც.

წყარო აღნიშნავს, რომ „არსენალი“ მზადაა უილფრიდში 40 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამგვარმა თანხამ წესით და რიგით „კრისტალ პალასი“ უნდა დააკმაყოფილოს. კლუბი ამ ეტპზე ინგლისის „პრემიერ ლიგის“ სატურნირო ცხრილის უკანასკნელ პოზიციაზე იმყოფება.


"არსენალმა" სანჩესის შემცვლელი იპოვა!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით