იტალია შესაძლოა მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩეს

სიახლეები / ფეხბურთი / იტალია 12-ნოე, 14:119 GioToServe 347 0





იტალიის ეროვნული ნაკრები შესაძლოა მწვრთნელის გარეშე დარჩეს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი გუნდი „პლეი-ოფ“-ის საპასუხო მატჩში შვედეთს დაამარცხებს და 2018 წლის „მსოფლიო ჩემპიონატზე“ გავა.

მართალია ვენტურამ არც თუ ისე დიდი ხნის წინ გუნდთან საკუთარი კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა, მაგრამ მისი პოზიცია საკმაოდ არამყარია.

როგორც „La Stampa” და „Gazzetta dello Sport” იუწყებიან, ვენტურა შესაძლოა კარლო ანჩელოტიმ შეცვალოს, რომელიც მიუნხენის „ბაიერნმა“ დაითხოვა და თავისუფალია. მორიგ კანდიდატად განიხილება ანტონიო კონტე, რომელსაც „ჩელსისთან“ არც თუ ისე სანიმუშო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. უფრო მეტად კი იტალიის ეროვნული ნაკრების ახალ მწვრთნელად იტალიის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის - ლუიჯი დი ბიაჯოს დანიშვნას ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ მატჩი იტალიისა და შვედეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის ხვალ, 13 ნოემბერს, მილანის მოედან „სან სიროზე“ გაიმართება.

იტალია შესაძლოა მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩეს



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა