მადრიდის "რეალის" კიდევ ერთმა ლიდერმა ტრავმა მიიღო

მადრიდის

12-11-2017, 22:36

მადრიდის „რეალის“ გამთამაშებელი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს რუსეთის წინააღმდეგ გასამართ ამხანაგურ მატჩში ვეღარ დაეხმარება. დღეს ისკო ოფიციალურად ამოეწერა განაცხადიდან. მან თეძოს ტრავმა მიიღო.

გუშინ ესპანეთმა 5-0 ანგარიშით დაამარცხა კოსტა რიკის ეროვნული ნაკრები. კენდალ უოტსონმა ზედმეტად იუხეშა ისკოს წინააღმდეგ და ამ უკანასკნელმა კოჭლობით დატოვა მოედანი.

„ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის“ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია: „ეროვნული ნაკრების ექიმებმა უკვე გადასცეს საჭირო ინფორმაცია მადრიდის „რეალის“ სამედიცინო სამსახურს. ამიერიდან, ფეხბურთელის გამოჯანმრთელების პროცესზე კლუბი იზრუნებს.“

მართალია „რეალს“ არც თუ სახარბიელო პერიოდი უდგას, მაგრამ 25 წლის ფეხბურთელი ამ დრომდე ბრწყინვალედ ასპარეზობს კლუბში.

ახლა ისკო სწრაფ გამოჯანმრთელებას შეეცდება, რათა მადრიდის „რეალს“ „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ მატჩში დაეხმაროს. შეხვედრა „ატლეტიკოს“ ახალ მოედანზე შაბათს გაიმართება.

მადრიდის "რეალის" კიდევ ერთმა ლიდერმა ტრავმა მიიღო

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით