სასიამოვნო სიახლე კრიშტიანუ რონალდუს შესახებ!

სიახლეები / პირადი ცხოვრება / ფეხბურთი / ესპანეთი 13-ნოე, 18:039 GioToServe 532 0





კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პორტუგალიელი მეოთხე შვილის მამა გახდა. ახალდაბადებული გოგონაა.

რონალდუმ „ტვიტერზე“ ფოტო განათავსა. იგი მადრიდის სამშობიაროში ჯორჯინა როდრიგესთან, მის უფროს ბიჭთან და ახალდაბადებულთან არის გამოსახული.

მადრიდის „რეალის“ და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ფოტოს პორტუგალიურად მიუწერა: „ალანა მარტინა ახლახანს დაიბადა! ჯორჯინა და ალანა კარგად არიან! ძალიან ბედნიერები ვართ!“

რონალდუ მეოთხე შვილის მამა გახდა. წლის დასაწყისში მას ორი შვილი შეეძინა.

რონალდუსა და ჯორჯინა როდრიგესის ურთიერთობ გასულ წელს საჯაროდ დადასტურდა. ინფორმაცია თავად პორტუგალიელის ინიციატივით გაჟღერდა.

სასიამოვნო სიახლე კრიშტიანუ რონალდუს შესახებ!



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა