მორიგი სამწუხარო ინფორმაცია რაფაელ ნადალის გულშემატკივართათვის

სიახლეები / ჩოგბურთი / მსოფლიო ჩოგბურთი 14-ნოე, 08:109 GioToServe 1121 0






მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი „ATP“-ის შემაჯამებელ ტურნირზე პირველივე მატჩში დამარცხდა დავიდ გოფინთან 3 სეტში, ანგარიშით 6:7, 7:6, 4:6.

შედეგად, ესპანელი ჩოგბურთელი ტრავმის გამო აღნიშნული ტურნირიდან ოფიციალურად მოიხსნა.

ნადალმა ოქტომბრის ბოლოს მონაწილეობა ვერ მიიღო „ATP ბაზელის“ ტურნირზე, რადგან ზედმეტი დატვირთვის გამო მუხლმა შეაწუხა. ერთი კვირის შემდგომ, ნადალმა „ATP პარიზის მასტერსზე“ იასპარეზა, მაგრამ ¼ ფინალამდე მოიხსნა.

„მთელი არსებით შემართული ვიყავი, რომ ლონდონში მეთამაშა და ეს ნამდვილად ვცადე. გაგრძელება აღარ შემიძლია. ამას უბრალოდ აზრი აღარ ექნება. ჩემთვის სეზონი ოფიციალურად დასრულდა.“

„აღნიშნული გადაწყვეტილება უშუალოდ მატჩის მსვლელობის დროს მივიღე. შეხვედრა რომც მომეგო, მაინც მოვიხსნებოდი ტურნირიდან. მიმდინარე სეზონი საუცხოოდ ჩავატარე და მე არ ვიმსახურებ კორტზე ასეთ მდგომარეობაში გამოსვლას. არ შემიძლია ტკივილით და სიამოვნების გარეშე თამაში.“

„ნამდვილად კარგი სეზონი იყო, ამიტომ იმის გამო რაც მოხდა, არ ვაპირებ ცრემლების ღვრას. ყველას ვულოცავ შობა-ახალ წელს. ჩვენ შევხვდებით მომავალ წელს.“

“ATP Nitto ლონდონის ფინალებში“ ნადალს მისი თანამემამულე პაბლო კარენიო-ბუსტა შეცვლის.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018