რონალდუ უკმაყოფილოა და "რეალის" დატოვებას გეგმავს

რონალდუ უკმაყოფილოა და

14-11-2017, 13:24

ესპანური მასმედია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ სურვილი გამოთქვა 2018 წლის ზაფხულში კლუბის დატოვების თაობაზე. როგორც ჩანს, აღნიშნული გადაწყვეტილება რონალდუმ კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესსაც აუწყა.

წყაროს მიხედვით, მფლობელს არ სურს სამეფო კლუბის მთავარი ვარსკვლავის მომავალ ზაფხულს გაშვება და მას ახალი კონტრაქტიც კი შესთავაზა. პორტუგალიელმა კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი განაცხადა.

ინფორმაციის მიხედვით, რონალდუ კმაყოფილი არაა, რადგან მას არასათანადოდ აფასებენ მადრიდში. ამგვარი შეხედულების განმაპირობებელ მიზეზად შესაძლოა მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ მადრიდის „რეალი“ არაერთხელ შეეცადა, რათა ნიჭიერი ფრანგი ფეხბურთელი კილიან მბაპე და სხვა ცნობილი თავდამსხმელები კლუბში გადმოეყვანა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს კონტრაქტი მადრიდის „რეალთან“ 2021 წლის ზაფხულს იწურება.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით