"WTA" ჩოგბურთელის ძალიან სევდიანი ისტორია პირადი ცხოვრებიდან

14-11-2017, 14:02

“WTA“ ტურში მოასპარეზე ყოფილმა ჩოგბურთელმა ელენა დოკიჩმა დუმილი დაარღვია და ისაუბრა იმ ძალადობაზე, რომელსაც მამამისი - დამირ დოკიჩი ახორციელებდა შვილზე როგორც ბავშვობაში, ასევე „თინეიჯერობის“ პერიოდში.

დოკიჩმა ახლახანს გამოსცა წიგნი სახელად „გაუტეხავი“ (“Unbreakable”). წიგნში აღწერილია ჩოგბურთელის კარიერა და განსაცდელები. მსოფლიოს ყოფილმა ნომერ მე-4 ჩოგანმა ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა დამირთან, რომელიც ჩოგბურთელს 2002 წელს წვრთნიდა. ელენამ 2009 წელსაც ისაუბრა მამამისისგან მომდინარე სხვადასხვა სახის შეურაცხყოფის შესახებ.

„დაუნდობლად მცემდა ხოლმე,“ განაცხადა ელენამ „ნიუს კორპთან“ მიცემულ ინტერვიუში. ჩოგბურთელმა აღწერა ის ეპიზოდი, როდესაც მან საერთოდ დაკარგა გონება. „ჩემი ცემა დაიწყო ჩოგბურთის თამაშის დაწყების პირველივე დღიდან და თითქმის ყოველდღე ხდებოდა.“

დოკიჩის სიტყვებით, მამა მას ფეხსაცმლით და ქამრითაც კი სცემდა და ყოველგვარ შეურაცხმყოფელ სიტყვას კადრებდა.

„ის მე მირტყამდა, ყურს მიწევდა, სიტყვიერად შეურაცხმყოფდა. მაშინ მე 11-12 წლის ბავშვი ვიყავი და ყველამხრივ მამცირებდა,“ განაგრძო დოკიჩმა და დასძინა: „რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჩემთვის მხოლოდ ფიზიკურ ტკივილს არ წარმოადგენდა, არამედ უპირველეს ყოვლისა ემოციურს და ეს მტკიოდა ყველაზე მეტად...“

დამირ დოკიჩი არაერთხელ დამუქრებია საჯარო წარმომადგენლებსაც. 2000 წელს, მაშინ როდესაც ელენა ჯერ კიდევ ტურში იყო, მამამისის გამო სასტუმროს ოთახშიც კი ვერ დაბრუნდა და ღამე დივანზე გაუტარებია „ოლ ინგლანდ კლაბში“ (“All England Club”).

ელენა დოკიჩი იხსენებს „მონრეალის“ ტურნირის შემთხვევას, რომელიც 2000 წელს გადახდა თავს. მამამისს იგი უცემია, წვივებში ურტყამს და უგონოდ დაუტოვებია. ჩოგბურთელი ხორვატიაში დაიბადა და ავსტრალიის სახელით ასპარეზობდა. მას ავსტრალიური წარმომავლობის (ეროვნების) შეცვლაც კი მოუწია, მაგრამ 2002 წელს ქვეყანაში მაინც მოახერხა დაბრუნება. მაშინ, როდესაც ელენამ ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა დამირთან, დოკიჩის თქმით, დამირი არაერთხელ ცდილობდა შვილის დარწმუნებას, რათა ეს უკანასკნელი მასთან დაბრუნებულიყო.

კარიერის დასრულების შემდგომ, დოკიჩმა დამირთან კონტაქტი განაახლა, მაგრამ ელენას თქმით, დამირმა ვერ შეძლო პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რაც იმას ნიშნავდა, რომ მამა-შვილს ნორმალური ურთიერთობა ვეღარ ექნებოდა.

34 წლის ელენა დოკიჩი ახლა ჩოგბურთის კომენტატორია ავსტრალიურ ტელევიზიაში.


"WTA" ჩოგბურთელის ძალიან სევდიანი ისტორია პირადი ცხოვრებიდან


"WTA" ჩოგბურთელის ძალიან სევდიანი ისტორია პირადი ცხოვრებიდან


"WTA" ჩოგბურთელის ძალიან სევდიანი ისტორია პირადი ცხოვრებიდან


"WTA" ჩოგბურთელის ძალიან სევდიანი ისტორია პირადი ცხოვრებიდან

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით