მორიგი სკანდალი ფრანგულ გუნდში: "პ.ს.ჟ"-ს ნახევარმცველი კლუბს შეუსაბამო მოპყრობაში ადანაშაულებს

მორიგი სკანდალი ფრანგულ გუნდში:

14-11-2017, 14:56

“პ.ს.ჟ.“-ს ნახევარმცველი ჰატემ ბენ არფა კლუბს მისდამი ცუდ დამოკიდებულებასა და მოპყრობაში ადანაშაუალებს.

30 წლის ფეხბურთელი, რომელიც „პ.ს.ჟ.“-ს მეორე გუნდთან ერთად ვარჯიშობს ხოლმე, მიმდინარე კვირაში „ლიგა 1“-ის იურიდიული კომიტეტის წინაშე წარსდეგება. ინფორმაციას ფრანგული მასმედია ავრცელებს.

„ოფიციალური საუბრისას, ფეხბურთელი 90%-ით შეძლებს კომისიასთან საერთო ენის გამონახვას. რა თქმა უნდა კარგია რომ სხდომაზე თავადვე წარსდგება.“ - განაცხადა ნახევარმცველის წარმომადგენელმა.

მიმდინარე სეზონში, „პ.ს.ჟ.“-ს ძირითადი გუნდის შემადგენლობაში, ბენ არფა ჯერ-ჯერობით არცერთხელ არ გამოსულა მოედანზე.


მორიგი სკანდალი ფრანგულ გუნდში: "პ.ს.ჟ"-ს ნახევარმცველი კლუბს შეუსაბამო მოპყრობაში ადანაშაულებს

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით