"ატლეტიკო" არსენალის ნახევარმცველის უფასოდ გადმოყვანას ლამობს

14-11-2017, 16:02

“არსენალის“ ნახევარმცველმა მესუტ ოზილმა შესაძლოა კარიერა ესპანეთში განაგრძოს.

როგორც “The Sun” იუწყება, „ატლეტიკო“ დაინტერესებულია 29 წლის ნახევარმცველით და მისი, როგორც თავისუფალი აგენტის შემოერთება სურს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ზაფხულში გერმანელ ნახევარმცველს „არსენალთან“ კონტრაქტი ეწურება.

„ატლეტიკოს“ გარდა ოზილი არაერთ წამყვან კლუბს სურს, რომელთა შორის „მანჩესტერ იუნაიტედიც“ მოიაზრება.

მიმდინარე სეზონში გერმანელმა „არსენალის“ შემადგენლობაში 9 მატჩი ჩაატარა. მან 1 გოლის გატანა შეძლო და 2 საგოლე გადაცემაც გააკეთა.

წარსულში მესუტი სწორედ ესპანეთში ასპარეზობდა. იგი 2010-2013 წლებში მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში თამაშობდა.


"ატლეტიკო" არსენალის ნახევარმცველის უფასოდ გადმოყვანას ლამობს

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით