გარეტ ბეილის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა

სიახლეები / პირადი ცხოვრება / ფეხბურთი / ესპანეთი / ინგლისი 14-ნოე, 16:559 GioToServe 10485 0






გარეტ ბეილმა და მისმა მეორე ნახევარმა შემზარავი ინფორმაცია შეიტყვეს, რომელიც სავარაუდოდ თვითმკვლელობას უკავშირდება.

უელსისა და მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავი თავის მეორე ნახევარ ემასთან ერთად ქორწილის დღეს გეგმავდა, როდესაც წყვილმა შეიტყო, რომ ემას დის პარტნიორმა - ალექსანდრ უილიამსმა თავი მოიკლა.

26 წლის ემა ესპანეთიდან სახლში გაფრინდა, რათა მხარში ამოსდგომოდა თავის 24 წლის დას - ქეითის. ქეითმა სულ ცოტა ხნის წინ უილიამსისგან მეორე ბავშვი გააჩინა.

პოლიციამ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა. 29 წლის ალექსანდერი მართლაც გარდაცვლილი იპოვეს და პოლიცია ამ საქმის გამოძიებას უკვე შეუდგა. ჯერ-ჯერობით საეჭვო გარემოებები არ დაფიქსირებულა.

ალექსანდერი გასული კვირის ოთხშაბათს, დილის საათებში, გარდაცვლილი იპოვეს მშობლების სახლში, კარდიფის მახლობლად.
თავის მხრივ, მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავმა გარეტ ბეილმა და ემამ უდიდესი დარტყმა მიიღეს.

მართალია ემა უელსში გაფრინდა, მაგრამ ბეილი ესპანეთშია და ტრავმისგან რეაბილიტაციას ცდილობს.

მადრიდის „რეალმა“ დაადასტურა ბეილის ტრავმის შესახებ მორიგი ინფორმაცია. ბეილმა საზარდულთან მიიღო ტრავმა. იგი შესაძლოა 2018 წლამდე ვეღარ დაუბრუნდეს ასპარეზობას და პოტენციაში 23 დეკემბრის “ელ კლასიკოც“ გამოტოვოს.

გარეტ ბეილის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა


გარეტ ბეილის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018