რადეკ შტეპანეკმა საჩოგბურთო კარიერა დაასრულა

რადეკ შტეპანეკმა საჩოგბურთო კარიერა დაასრულა

15-11-2017, 10:38

„ATP“ ტურში 21 წლიანი პროფესიონალური კარიერის შემდგომ, რადეკ შტეპანეკმა ჩოგბურთიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ტომაშ ბერდიხთან ერთად, შტეპანეკმა ჩეხეთის სახელით „დევისის თასი“ 2012 და 2013 წლებში მოიგო. მან „დევისის თასის“ ფინალებში ზედიზედ ორი 5 სეტიანი მატჩი მოიგო - ორივე კრიტიკული მნიშვნელობის. შტეპანეკი პირველი ჩოგბურთელია აღნიშნული მიღწევით.

38 წლის ჩოგბურთელს წყვილთა თანრიგის ორი „დიდი მუზარადის“ ტიტული აქვს მოგებული. ამას გარდა, მან შეძლო „ATP”-ის ერთეულთა თანრიგის 5 ტურნირის მოგება. ერთ დროს იგი „ATP” რეიტინგში მე-8 პოზიციას იკავებდა, რაც მის კარიერაში ყველაზე მაღალ რეიტინგს წარმოადგენდა. ეს 2006 წელს მოხდა.

კარიერის განმავლობაში, შტეპანეკს არაერთი ტრავმა გადაუტანია. წელს, „ავსტრალიის ღია პირველობაზე“ გამოსვლის შემდგომ, მას ზურგის პრობლემები დაეწყო და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

„ვიცოდი, რომ ჩოგბურთელის კარიერა დროის მხრივ, საკმაოდ ვიწრო ფარგლებშია მოქცეული, მაგრამ მინდოდა რომ გამეხანგრძლივებინა როგორც შემეძლო,“ განაცხადა მან. „უკანასკნელ ჩასუნთქვამდე ვიბრძოდი და ვებრძოდი ჩემ მდგომარეობას, მაგრამ ახლა დროა რომ დავტოვო სპორტი.“

„ოპერაციის შემდგომ, საკმაოდ რთული პერიოდი დამიდგა.“

„მე გადავწყვიტე კარიერის დასრულება. ჩემ ცხოვრებას მასშტაბურად შევხედე და დავფიქრდი. გადავწყვიტე, რომ რადგანაც ჩემი ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია, ნამდვილად არ მინდა ეს უკანასკნელი საფრთხის ქვეშ დავაყენო.“

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით