ჯამპიერო ვენტურას კომენტარი იტალიის სრული კრახის შემდგომ

ჯამპიერო ვენტურას კომენტარი იტალიის სრული კრახის შემდგომ

15-11-2017, 10:55

იტალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ თანამემამულეების წინაშე შენდობა ითხოვა 2018 წლის „მსოფლიო ჩემპიონატის“ ჯგუფურ ეტაპზე წარუმატებლობის გამო.

„ჩვენი მარცხის შემდგომ, იტალიელებს ბოდიში მოვუხადე. საშინელებაა „მსოფლიო ჩემპიონატის“ იტალიის გარეშე ნახვა. ახლა უკვე ვეღარაფერი შეიცვლება და მეც მეტს ვერაფერს გავაკეთებ.“

„ბოლო 40 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგები მქონდა. ორი წლის მანძილზე მხოლოდ ორი მატჩი დავთმეთ.“
შემდეგ ვენტურას ჰკითხეს: „ნაკრებს დატოვებთ?“ მან კი პასუხი გასცა: „კი“. თუმცა მოგვიანებით მთავარმა მწვრთნელმა საინფორმაციო სააგენტო “ANSA”-ში ტექსტური შეტყობინება გააგზავნა და ამტკიცებდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არსად ილაპარაკებდა, მათ შორის არც ტელევიზიის წინ.

შეგახსენებთ, რომ იტალიამ 1958 წლის შემდგომ პირველად ვერ შეძლო „მსოფლიო ჩემპიონატის“ „პლეი-ოფ“-ში გასვლა. წელს მან შვედეთის ეროვნულ ნაკრებს ვერ აჯობა.

დღეს „იტალიის საფეხბურთო ფედერაციის“ შეხვედრა გაიმართება, სადაც ჯამპიერო ვენტურას მომავალი ოფიციალურად გაირკვევა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით