სერენა უილიამსი და ალექსის ოჰანიანი ხვალ იქორწინებენ

სიახლეები / ჩოგბურთი / მსოფლიო ჩოგბურთი 15-ნოე, 19:529 GioToServe 462 0





მსოფლიოს ყოფილი ნომერ პირველი ჩოგნის - სერენა უილიამსისა და „Reddit” საიტის დამფუძნებლის - ალექსის ოჰანიანის ქორწილი ხვალ გაიმართება. 11 კვირის წინ, სერენას ოჰანიანისგან გოგონა შეეძინა.

წყვილის ქორწილი ახალ ორლეანში შედგება. ცერემონიის კეთილმოწყობისა და ორგანიზებისათვის დაახლოებით მილიონი დოლარი დაიხარჯა.

ღონისძიებაზე 250 ადამიანია მოწვეული, რომელთა შორის მოიაზრება მომღერალი ბიონსე ნოულსი და მისი მეუღლე - რეპერი „Jay-Z“. სტუმრებს აეკრძალებათ ყოველგვარი კინო-ფოტო გადაღებები, რადგანაც სერენამ თავის მეორე ნახევართან ერთად, ფოტოგრაფიის ოფიციალური, ექსკლუზიური უფლება „Vogue“-ს გადასცა.

სერენა უილიამსი და ალექსის ოჰანიანი ხვალ იქორწინებენ


სერენა უილიამსი და ალექსის ოჰანიანი ხვალ იქორწინებენ


სერენა უილიამსი და ალექსის ოჰანიანი ხვალ იქორწინებენ



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა