Image

რა მდგომარეობაა “ATP ლონდონის“ შემაჯამებელი ტურნირის პირველ ჯგუფში ? (+ვიდეო)

სიახლეები / ვიდეო / ჩოგბურთი / მსოფლიო ჩოგბურთი 16-ნოე, 12:199 GioToServe 463


„ATP ლონდონის“ შემაჯამებელი ტურნირის პირველ ჯგუფში, რომელსაც ამჯერად „პიტ სამპრასის ჯგუფი“ ჰქვია, მოვლენები ამგვარად ვითარდება:

ჯგუფში პირველ ადგილს ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი იკავებს. პირველ ორ მატჩში მან მოახერხა როგორც დომინიკ ტიმის, ასევე დავიდ გოფინის დამარცხება.

მეორე ადგილზე დომინიკ ტიმია ერთი მოგებითა და ერთი მარცხით. იგი გრიგორთან დამარცხდა, ხოლო დღეს პაბლო კარენო-ბუსტას მოუგო.

დავიდ გოფინი მესამე ადგილს სჯერდება, ასევე ერთი მოგებითა და ერთი წაგებით. ბელგიელმა პირველ მატჩში ნადალს მოუგო, შემდგომ კი დიმიტროვთან განადგურდა.

პაბლო კარენო-ბუსტას, რომელმაც თანამემამულე რაფაელ ნადალი ჩაანაცვლა, მომდევნო ეტაპზე გასვლის უკვე აღარანაირი შანსი აღარ აქვს.

გრიგორ დიმიტროვმა 1/2 ფინალის საგზური გაინაღდა, ხოლო რაც შეეხება იმას თუ ვინ შეუერთდება ბულგარელს და ვინ იასპარეზებს 1/2 ფინალში, ამას გადაწყვეტს მატჩი დომინიკ ტიმსა და დავიდ გოფინს შორის. წყვილს შორის გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე გავა.

რა მდგომარეობაა “ATP ლონდონის“ შემაჯამებელი ტურნირის პირველ ჯგუფში ? (+ვიდეო)


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (131)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა
[aviable=main] [/aviable]