მადრიდის "რეალმა" დე ხეას ალტერნატივა იპოვნა

მადრიდის

16-11-2017, 19:23

ესპანური საინფორმაციო გაზეთი „AS” იუწყება, რომ მადრიდის „რეალი“ აღარ არის დაინტერესებული „მანჩესტერ იუნაიტედის“ ესპანელი გოლკიპერით - დავიდ დე ხეათი. სამაგიეროდ, სამეფო კლუბმა ყურადღება ახლა უკვე „ატლეტიკო ბილბაოს“ ახალგაზრდა მეკარისკენ - კეპა არიზაბალაგასკენ მიმართა. ფეხბურთელის კლუბში გადაყვანა „იუვენტუსსაც“ სურს.

ინფორმაციის მიხედვით, მადრიდის „რეალი“ სერიოზულ იმედებს ამყარებს გოლკიპერზე. ცოტა ხნის წინ, ესპანეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ჟულიენ ლოპოტეგმა მეკარეს გუნდში უხმო. „AS“ ამტკიცებს, რომ არიზაბალაგასა და „ატლეტიკო ბილბაოს“ შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკება ვერ შედგა. ფეხბურთელს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 8 თვეში ეწურება.

ასევე „AS”-ზე დაყრდნობით, „ატლეტიკო ბილბაომ“ ფეხბურთელს 4 წლიანი კონტრაქტი შესთავაზა ზრდადი ანაზღაურებით და გამოსასყიდი თანხის რაოდენობით, რომელიც 75 მილიონი ევროს უტოლდება. კლუბის ისტორიაში, აღნიშნული გამოსასყიდი თანხა, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნებოდა, მაგრამ არიზაბალაგას ეს ყველაფერი არ მოსწონს.

თუკი ფეხბურთელსა და კლუბს შორის შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, მადრიდის „რეალს“ 2018 წლის პირველი თებერვლიდანვე შეეძლება ფეხბურთელთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება. პირველ ივლისს კი სამეფო კლუბსა და ფეხბურთელს შორის შემდგარ უფასო ტრანსფერს ოფიციალური სახე მიეცემა.


მადრიდის "რეალმა" დე ხეას ალტერნატივა იპოვნა


მადრიდის "რეალმა" დე ხეას ალტერნატივა იპოვნა


მადრიდის "რეალმა" დე ხეას ალტერნატივა იპოვნა

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით