მადრიდის "რეალი" და ლონდონის "ჩელსი" იტალიელი თავდამსხმელისთვის იბრძოლებენ

მადრიდის

16-11-2017, 20:17

რამდენიმე დღის წინ, იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა შვედეთის დამარცხება ვერ შეძლო, რაც იმას ნიშნავს, რომ იტალია 2018 წლის „მსოფლიო ჩემპიონატზე“ მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. „იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ“ ჯამპიერო ვენტურა პოსტიდან დაითხოვა და ახლა მისი ჩამნაცვლებლის ინტენსიური ძიება მიმდინარეობს.

შვედეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ დაპირისპირებაში ვერ ითამაშა ანდრეა ბელოტიმ, რადგან მატჩის ჩასატარებლად ბოლომდე მზად არ იყო. მან რამდენიმე კვირის წინ ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანზე ვერ გამოდიოდა. იგი სულ ახლახანს გამოჯანმრთელდა და მატჩში გოლის გატანაზე უარს ნამდვილად არ იტყოდა. ფეხბურთელის მომავალი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგანაც მისით დაინტერესდნენ ისეთი წამყვანი კლუბები, როგორებიც არიან მადრიდის „რეალი“ და „ჩელსი.“

ესპანური გაზეთის „Sport“-ის მიხედვით, ჰარი კეინთან ერთად, მადრიდის „რეალის“ პრიორიტეტულ სამიზნეს სწორედ ბელოტი წარმოადგენს. სამეფო კლუბს შეტევის გაძლიერება სურს. იტალიელი თავდამსხმელის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევრო სახელდება და „რეალი“ მასში უფრო ნაკლებ თანხას გადაიხდის, ვიდრე ჰარი კეინში. ინგლისური გამოცემა „The Sun” კი ამატებს, რომ ბელოტი უკვე დიდი ხანია, რაც ანტონიო კონტესა და „ჩელსის“ რადარზე იმყოფება.

ჩნდება კითხვა - ვის უფრო მეტი შანსი აქვს ფეხბურთელის ყიდვის - „რეალს“ თუ „ჩელსის?“ „ჩელსიმ“ უკვე შემოიერთა ახალგაზრდა თავდამსხმელი მორატა და ამის გათვალისწინებით, მადრიდის „რეალისთვის“ უფრო შესაფერისი იქნება ბელოტის ტრანსფერი. ცოტა ხნის წინ, ფლორენტინო პერესი გამოტყდა, რომ მზადაა ახალგაზრდა პროგრესირებად თავდამსხმელში დიდი ოდენობის თანხის გადასახდელადაც.

ბელოტი 2015 წლიდან "ტორინოს" წევრია.

მადრიდის "რეალი" და ლონდონის "ჩელსი" იტალიელი თავდამსხმელისთვის იბრძოლებენ


მადრიდის "რეალი" და ლონდონის "ჩელსი" იტალიელი თავდამსხმელისთვის იბრძოლებენ


მადრიდის "რეალი" და ლონდონის "ჩელსი" იტალიელი თავდამსხმელისთვის იბრძოლებენ

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით