Image

მორიგი სასიყვარულო რომანი ჩოგბურთის სამყაროში

სიახლეები / ჩოგბურთი / მსოფლიო ჩოგბურთი 16-ნოე, 23:119 GioToServe 1175


ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა, რომელიც “ATP ლონდონის“ შემაჯამებელ ტურნირზე ასპარეზობას განაგრძობს, დაადასტურა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ჩოგბურთელს რომანტიკული ურთიერთობა აქვს ფრანგ კრისტინა მლადენოვიჩთან.

“Die Presse”-სთან მიცემულ ინტერვიუში, ტიმმა განაცხადა: „ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, თუმცა ცხადია, რომ ურთიერთობაში ვართ.“

ავსტრიელის მწვრთნელმა გიუნტერ ბრესნიკმა დასძინა, რომ ტიმის პირადი ცხოვრება მის პროფესიონალურ მოღვაწეობაზე გავლენას არ ახდენს:

„დომინიკი თავის საქმეს იმგვარადვე ასრულებს, როგორც ამას უწინ აკეთებდა. კრისტინას, როგორც ჩოგბურთელს, ეს ყველაფერი კარგად ესმის.“

შეგახსენებთ, რომ ზაფხულიდან მოყოლებული, მთელი რიგი წყაროები ავრცელებდნენ ინფორმაციას დომინიკ ტიმისა და კრისტინა მლადენოვიჩის ურთიერთობაში ყოფნის შესახებ.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (131)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა
[aviable=main] [/aviable]