Image

ვინ გახდა "პრემიერ ლიგის" ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი?

სიახლეები / პირადი ცხოვრება / ფეხბურთი / ინგლისი / ტალანტები / ფეხბურთელების მონაცემები 17-ნოე, 19:159 GioToServe 616


















„მანჩესტერ სიტის“ „ვინგერი“ ლეროი სანე ოქტომბრის შედეგებზე დაყრდნობით ინგლისის „პრემიერ ლიგის“ საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

21 წლის გერმანელმა ფეხბურთელმა აღნიშნული პერიოდის განმავლობაში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემაც შეასრულა, რითაც თავისი კლუბის ლიდერობა სატურნირო ცხრილში კიდევ უფრო განამტკიცა.

ინგლისური „პრემიერ ლიგის“ ოფიციალური საიტის ინფორმაციით, გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა უფრო მეტი ხმა მიიღო ვიდრე თანაგუნდელმა კევინ დე ბრუინმა, ასევე გლენ მარიმ, ნაჩო მონრეალმა, ნიკ პოუპმა და უილფრიდ ზაჰამ. აღნიშნული ჯილდო ახალგაზრდა ფეხბურთელმა პირველად მოიპოვა.

დავსძენთ იმასაც, რომ ოქტომბრის საუკეთესო მთავარი მწვრთნელის ჯილდო ასევე კლუბის ხელმძღვანელმა ჟოზეპ „პეპ“ გვარდიოლამ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ნომინაციაში ხმის მიცემა გულშემატკივართა აქტიურობის საფუძველზე და მათ არჩევანზე დაყრდნობით განისაზღვრება. შემდგომ კი, გამოაშკარავებულ ქულებს ექსპერტთა სპეციალური ჯგუფი ცალკე განიხილავს და აფასებს. დასახელებული პროცედურების გავლის შემდეგ კი უკვე ოფიციალური შედეგები ქვეყნდება.

ვინ გახდა "პრემიერ ლიგის" ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი?


ვინ გახდა "პრემიერ ლიგის" ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი?


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მარტი 2019 (318)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
რეკლამა