მაურინიოს კომენტარი იბრაჰიმოვიჩის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი / უცხოური ფეხბურთი / ფეხბურთელების მონაცემები 17-ნოე, 19:529 GioToServe 517 0





„მანჩესტერ იუნაიტედის“ პორტუგალიელი მწვრთნელის ჟოზე მაურინიოს აზრით, შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი 2017 წლის ბოლომდე დაუბრუნდება ასპარეზობას. შესაძლოა, შვედი ფეხბურთელი კვირას, 10 დეკემბერს, „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვისაც კი იყოს მზად. შეხვედრა „ოლდ ტრაფორდზე“ უნდა გაიმართოს.

აი, რა განაცხადა მაურინიომ „Sky Sports”-ზე მიცემულ ინტერვიუში: „იბრაჰიმოვიჩი ლომს მაგონებს, ის მებრძოლია. ამგვარი დახასიათება მას ზუსტად შეესაბამება. ის სულ გაბრაზებულია და ეს ფაქტი მას სწრაფი გამოჯანმრთელების დიდ მოტივაციას აძლევს. რამდენიმე კვირის წინ ვამბობდით, რომ 2017 წელს დაგვიბრუნდებოდა და მართლაც, მისი გამოჯანმრთელების პროცესი საოცარი სისწრაფით მიმდინარეობს."

ცოტა ხნის წინ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი 1 წლით გაახანგრძლივა. შეგახსენებთ, რომ შვედი ინგლისურ კლუბს 2016 წელს შეუერთდა. გასულ სეზონში, „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში, სადებიუტო პირველ წელიწადში, „აიაქსის“ „იუვენტუსის“, „ინტერის“, „ბარსელონას“, „მილანისა“ და „პ.ს.ჟ.“-ს ყოფილმა თავდამსხმელმა 46 ჩატარებული მატჩიდან საერთო ჯამში 28 გოლის გატანა მოახერხა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა