სიახლეები / ჩოგბურთი / მსოფლიო ჩოგბურთი
რა თანხა შეგროვდა ფედერერისა და მარის საქველმოქმედო შეხვედრით ?

7 ნოემბერს, გლაზგოში, შვეიცარელ როჯერ ფედერერსა და ბრიტანელ ენდი მარის შორის, საჩვენებელი მატჩი გაიმართა. საერთო ჯამში 700 ათასი ფუნტი სტერლინგი შეგროვდა და მთელი თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

„ეს ღონისძიება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც შეგროვილი ფული მთლიანად ქველმოქმედებას ხმარდება. ძალიან მიხარია, რომ წელს ღონისძიების მასშტაბები გაიზარდა და ორჯერ უფრო მეტი თანხა შეგროვდა, ვიდრე გასულ წელს.“

„უაღრესად მნიშვნელოვანია ჩემთვის ის ფაქტი, რომ იმ ბავშვებსა და ზრდასრულებს ვეხმარებით, ვისაც თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება. მოგროვილი თანხა შოტლანდიას ძალიან დაეხმარება.“ - ციტირებს ენდი მარის სიტყვებს "Daily Record".








კომენტარის დამატება