ზინედინ ზიდანის კომენტარი ნეიმარის "რეალში" შესაძლო გადასვლის შესახებ

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / საფრანგეთი / ბრაზილია / ტრანსფერები / ტალანტები 18-ნოე, 14:509 GioToServe 2030 0





ბოლო დროს, ვრცელდება ხმები, რომელთა მიხედვითაც ნეიმარის სახელს სულ უფრო და უფრო ხშირად აკავშირებენ მადრიდის „რეალთან“. თავის მხრივ, ეს ამბები ზინედინ ზიდანის ყურამდეც მისულა. სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელი არაფერს გამორიცხავს. მადრიდული დერბის გამართვის წინ, ზიდანს აღნიშნული ინფორმაციის შესახებ სთხოვეს მოსაზრების დაფიქსირება. საერთო ჯამში, ფრანგ სპეციალისტს ვარაუდები არ გაუქარწყლებია.

„ნეიმარი ძალიან კარგი ფეხბურთელია, ეს აშკარაა.“ - განაცხადა ზიდანმა „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ - „კლუბში მხოლოდ საუკეთესო ფეხბურთელები გვყავს. ერთადერთი რაც გვევალება არის ის, რომ მაქსიმალური დრო და ყურადღება დავუთმოთ იმ მოთამაშეებს, ვინც ჩვენ გუნდშია, ხოლო იმას, თუ რა მოხდება მომავალში, დაე მომავალს მივანდოთ. ვინ იცის რა მოხდება?“

25 წლის ბრაზილიელი ვარსკვლავი „ბარსელონადან“ „პ.ს.ჟ.“-ში გადავიდა. სატრანსფერო თანხა რეკორდული გახლდათ და 222 მილიონ ევროს შეადგენდა. ცირკულირებდა ხმები, რომ თითქოსდა ნეიმარი უკმაყოფილო იყო პარიზულ კლუბში და შესაძლოა უნაი ემერის გუნდი მალევე დაეტოვებინა. საგულისხმოა ისიც, რომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების პრესკონფერენციაზე ნეიმარმა ყველა ეჭვი ცრემლების ფონზე გაფანტა და თქვა, რომ არანაირი პრობლემა არ აქვს „პ.ს.ჟ“-ში.

„ნეიმარს დიდ პატივს ვცემ, კარგი მოთამაშეა, სულ ესაა და ეს. ვინ იცის რა მოხდება მომავალში? ვერ გამოვალ სიტყვით და ვერ ვილაპარაკებ იმ ფეხბურთელის შესახებ, ვინც ჩვენ კლუბში არ თამაშობს. ფოკუსირებას ყოველდღიურ გამოწვევებზე ვცდილობთ.“ - დასძინა ზინედინ ზიდანმა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018