ჟოზე მაურინიო შესაძლოა "პ.ს.ჟ"-ს მთავარი მწვრთნელი გახდეს

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი / საფრანგეთი / ტრანსფერები 19-ნოე, 18:409 GioToServe 342 0





ინგლისური მასმედიის ინფორმაციით, 2018 წლის ზაფხულიდან, ჟოზე მაურინიო შესაძლოა „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელად მოგვევლინოს.

მოსალოდნელია, რომ წარმატებული სატრანსფერო პოლიტიკის გატარების კვალზე, პარიზულმა კლუბმა სწორედ პორტუგალიელ სპეციალისტზე გააკეთოს არჩევანი.

მაურინიო გასულ ზაფხულს ჩაუდგა „მანჩესტერ იუნაიტედს“ სათავეში. მისი მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2019 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული, მაგრამ „პ.ს.ჟ.“-ს ხელმძღვანელობა მზადაა მასში 30 მილიონი ევროს გადასახდელად.

ინგლისურის მედიის ინფორმაციით, მაურინიომ ახალი კონტრაქტი იმიტომ არ გააფორმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“, რომ პორტუგალიელი ფრანგულ კლუბში გეგმავს სამწვრთნელო კარიერის გაგრძელებას.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა