ზიდანი "ბარსელონასთან" 10 ქულიან ჩამორჩენაზე კომენტარს აკეთებს

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ევროტურნირები 19-ნოე, 19:169 GioToServe 292 0





ზინედინ ზიდანმა მადრიდის „ატლეტიკოსთან“ დაფიქსირებული 0:0 ფრეს შემდგომ, კომენტარი გააკეთა:

„რა თქმა უნდა, „ბარსელონა“ ქულებს დაკარგავს. ნუთუ უკვე გადაწყვეტილია „ლა ლიგის“ გამარჯვებული? არამც და არამც. ჩემპიონატის დასასრულამდე კიდევ ბევრი მატჩია სათამაშო. მრავალი ქულის გამომუშავება შეგვიძლია. 10 ქულა ძალიან ბევრია, მაგრამ ის სიტუაცია რაც ახლაა, უდავოდ შეიცვლება.“

„ბარსელონა“ ყველა მატჩში 3 ქულას ვერ მოიპოვებს და აღნიშნულ ფაქტს ჩვენდა სასიკეთოდ გამოვიყენებთ. ასე რომ, როცა გადაჭრით ამბობენ, რომ თასის მფლობელის ვინაობა გადაწყვეტილია, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.“

„ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ. ფეხბურთში ბევრი რამ თვალის დახამხამებაში იცვლება. ბოლომდე ვიბრძოლებთ. როცა „რეალში“ მოვედი, 10 ქულით ჩამოვრჩებოდით „ბარსელონას“, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ 1 ქულით გვისწრებდნენ. ყველაფერს დადებითად, პოზიტიურად უნდა შევხედოთ და ჩვენი საქმე ვაკეთოთ. ამგვარმა ფილოსოფიამ ბოლო 2 წელიწადში დიდი წარმატება მოგვიტანა.“ - დასძინა ფრანგმა სპეციალისტმა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა