Image

რაფაელ ნადალი ესპანეთის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს

სიახლეები / პირადი ცხოვრება / ჩოგბურთი / მსოფლიო ჩოგბურთი 19-ნოე, 20:199 GioToServe 560


ბოლო 50 წლის განმავლობაში, მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი - რაფაელ ნადალი ესპანეთის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს. გაზეთ „AS”-მა თავის 50 წლისთავთან დაკავშირებით, აღნიშნული ჯილდოს მფლობელად სწორედ რაფაელ ნადალი დაასახელა.

დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება მადრიდში, 4 დეკემბერს გაიმართება. ცერემონიაზე მონაწილეობს მიიღებს ესპანეთის მეფე და დედოფალი.

შეგახსენებთ, რომ კარიერის განმავლობაში ნადალმა “ATP“-ის 75 ტურნირის მოგება შეძლო, მათგან 16 „დიდი მუზარადის“ ტურნირებს განეკუთვნება. სპორტსმენმა ესპანეთის გუნდთან ერთად 4-ჯერ შეძლო „დევისის თასის“ მოგება. ნადალმა პეკინსა და რიო-დე-ჟანეიროში გამართულ ოლიმპიურ თამაშებშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც ერთეულთა და წყვილთა თანრიგში ოქროს მედალების მოგება მოახერხა.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (316)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა