Image

ესპანეთში ბოლო 50 წლის საუკეთესო სპორტსმენი დასახელდა

სიახლეები 20-ნოე, 01:269 Sportnews 2255


ბოლო 50 წლის განმავლობაში, მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი - რაფაელ ნადალი ესპანეთის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს. გაზეთ „AS”-მა თავის 50 წლისთავთან დაკავშირებით, აღნიშნული ჯილდოს მფლობელად სწორედ რაფაელ ნადალი დაასახელა.

დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება მადრიდში, 4 დეკემბერს გაიმართება. ცერემონიაზე მონაწილეობს მიიღებს ესპანეთის მეფე და დედოფალი.

შეგახსენებთ, რომ კარიერის განმავლობაში ნადალმა “ATP“-ის 75 ტურნირის მოგება შეძლო, მათგან 16 „დიდი მუზარადის“ ტურნირებს განეკუთვნება. სპორტსმენმა ესპანეთის გუნდთან ერთად 4-ჯერ შეძლო „დევისის თასის“ მოგება. ნადალმა პეკინსა და რიო-დე-ჟანეიროში გამართულ ოლიმპიურ თამაშებშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც ერთეულთა და წყვილთა თანრიგში ოქროს მედალების მოგება მოახერხა.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
თებერვალი 2019 (425)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (540)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
სექტემბერი 2018 (574)
რეკლამა