30 მილიონი! - "რეალი" ზამთარში მსოფლიო დონის ფორვარდს იყიდის!

30 მილიონი! -

20-11-2017, 20:44

მადრიდის „რეალი“ „არსენალის“ თავდამსხმელის - ალექსის სანჩესისთვის იბრძოლებს. როგორც „AS” იუწყება, სამეფო კლუბი თავის წინადადებას ფეხბურთელთან დაკავშირებით უკვე ზამთრის სატრანსფერო სეზონში წამოაყენებს.

გამოცემის ინფორმაციით, „რეალის“ მრჩეველთა საბჭომ სანჩესის გადმოყვანას მხარი დაუჭირა. ამასთანავე, აღინიშნება, რომ ტრანსფერის სავარაუდო თანხა 30 მილიონ ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ „არსენალის“ ფეხბურთელის - ალექსის სანჩესის კონტრაქტი სეზონის მიწურულამდეა ძალაში. დიდი ალბათობით, ჩილელი ზამთარში უკვე დატოვებს ლონდონურ კლუბს, იმდენად, რამდენადაც ზაფხულში იგი თავისუფალ აგენტად იქცევა და „არსენალს“ მოთამაშის უფასოდ გაშვება მოუწევს.

ჩილელი ფეხბურთელი „არსენალის“ შემადგენლობაში 2014 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს. ალექსის სანჩესი ლონდონურ კლუბში „ბარსელონადან“ გადავიდა.

30 მილიონი! - "რეალი" ზამთარში მსოფლიო დონის ფორვარდს იყიდის!

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით