სიახლეები / პირადი ცხოვრება / ფეხბურთი / ესპანეთი / არგენტინა / ტალანტები / ფეხბურთელების მონაცემები
ყოვლად სამარცხვინო სტატისტიკა: რაში დაჩაგრა მესიმ რონალდუ?

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი და მთავარი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ ანტირეკორდების მოხსნას განაგრძობს.

“WhoScored”-ის ინფორმაციით, „ლა ლიგის“ პირველი 12 ტურის გათვალისწინებით, რონალდუ და ბენზემა ისტორიაში შევიდნენ, როგორც ყველაზე ცუდი თავდამსხმელები.

„ესპანეთის ჩემპიონატის“ 8 მატჩში, სადაც პორტუგალიელმა 720 წუთი გაატარა, მოწინააღმდეგის კარში 55-ჯერ გაგზავნა ბურთი და მხოლოდ ერთხელ მოახერხა გოლის გატანა. რონალდუს „რეალში“ ყოფნის მთელი ისტორიის მანძილზე, მსგავსი შემზარავი სტატისტიკა პორტუგალიელისთვის სრულიად უპრეცენდენტოა.

ამასთანავე, რონალდუს არცერთი ჩაჭრა და არცერთი ბურთის ართმევა არ აქვს. წყაროს მაგალითად მოჰყავს მესის სტატისტიკა. არგენტინელს 12 მატჩის შემდგომ, ერთ შეხვედრაში საშუალოდ 0,3 აქვს ბურთის ართმევის მაჩვენებელი და 0,2 ბურთის ჩაჭრის კოეფიციენტი.








კომენტარის დამატება