ვიქტორია აზარენკას სამომავლო გეგმები ცნობილია

სიახლეები / ჩოგბურთი / მსოფლიო ჩოგბურთი 21-ნოე, 17:199 GioToServe 259 0





ბელორუსელი ჩოგბურთელი ვიქტორია აზარენკა “WTA ოკლენდის“ (“ASB Classic”) ტურნირზე იასპარეზებს. შეჯიბრება 2018 წლის 1-დან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება. ვიქტორია პირდაპირ ძირითად ბადეში მოხვდება იმდენად, რამდენადაც მას „Wild Card” მიანიჭეს.

გამოცემა „Stuff”-ის ინფორმაციით, იმისათვის, რომ ყველაფერს ოფიციალური სახე მიეცეს, აზარენკას მხოლოდ ავსტრალიაში ჩაფრენა სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ჩოგბურთელმა მიმდინარე წლის „ამერიკის ღია პირველობა“ და „ფედერაციის თასის“ ფინალი, შვილის მეურვეობასთან დაკავშირებული სასამართლო პროცედურების მიმდინარეობის გამო გამოტოვა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018