Image

"პრემიერ ლიგის" პირველი ფეხბურთელი, რომელმაც სიმულაციის გამო დისკვალიფიკაცია დაიმსახურა (+ვიდეო)

სიახლეები / like post / ვიდეო / ფეხბურთი / ინგლისი / ტალანტები / ფეხბურთელების მონაცემები 21-ნოე, 20:329 GioToServe 446


















„ევერტონის“ ფორვარდმა უმარ ნიასემ “FA”-სგან 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაიმსახურა.

„ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ“ „ევერტონის“ თავდამსმხმელი სიმულაციის გამო დასაჯა. ეს მოხდა „ინგლისის პრემიერ ლიგის“ მე-12 ტურში „კრისტალ პალასთან“ (2:2) დაპირისპირებისას. მატჩში ლივერპულელებმა უკვე მე-5 წუთზე გამოიმუშავეს პენალტი.

ეპიზოდი სპეციალურმა კომისიამ განიხილა, რომელმაც დაასკვნა, რომ ნიასმა მსაჯი გაუგებრობაში შეიყვანა. ოფიციალურად ფეხბურთელი დასჯილია „მსაჯის მოტყუების გზით სარგებლის მიღების“ ბრალდებით. ჯარიმის გარდა, ფეხბურთელს ორ მატჩიანი დისკვალიფიკაციაც დაეკისრა.

ნიასეს 9 საათამდე შეუძლია კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება.

შეგახსენებთ, რომ ნიასე მიმდინარე სეზონის „პრემიერ ლიგაში“ პირველი ფეხბურთელი გახდა, ვისაც დისკვალიფიკაცია სიმულაციის გამო მისცეს. სიმულაციის პირველივე შემთხვევის გამოვლენიდანვე, ფეხბურთში სპეციალური კომისია ფუნქციონირებს. თითოეული ტურის დასრულების შემდგომ, კომისია სადავო მომენტებს ცალკ-ცალკე განიხილავს და შესაძლოა სიმულაციებს აკვირდება. სიმულაციის აღმოჩენისა და დადასტურების შემთხვევაში, კომისიას ფეხბურთელის დისკვალიფიცირების სრული უფლება გააჩნია.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (299)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა