საინტერესო ისტორია ბუფონის წარსულიდან - რომელ კლუბს განუცხადა უარი ლეგენდარულმა მეკარემ ?

საინტერესო ისტორია ბუფონის წარსულიდან - რომელ კლუბს განუცხადა უარი ლეგენდარულმა მეკარემ ?

21-11-2017, 22:26

ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა, ჯერ კიდევ „პარმაში“ ყოფნის დროს „ბარსელონაში“ გადასვლაზე უარი განაცხადა.

„მუნდო დეპორტივოს“ ინფორმაციით, 2001 წელს, მაშინ როდესაც ჯიჯი ჯერ კიდევ „პარმაში“ ასპარეზობდა, „ბარსელონამ“ მეკარეს სოლიდური კონტრაქტი შესთავაზა.

თუმცაღა, 23 წლის ჯანლუიჯი ბუფონმა კატალონიურ კლუბს უარი განუცხადა და „იუვენტუსის“ წინადადებას დათანხმდა, რომლის ღირსებასაც დღემდე იცავს. ამასთანავე, წყაროს ინფორმაციით, „იუვენტუსზე“ არჩევანის შეჩერება, ბუფონს მამამ ურჩია.

შეგახსენებთ, რომ ბუფონი „იუვენტუსის“ მეკარე 2001 წლის ზაფხულში გახდა. საერთო ჯამში, ტურინული კლუბის შემადგენლობაში, ჯანლუიჯი ბუფონმა 635 მატჩი ჩაატარა და ამათგან 297 შეხვედრაში გოლი საერთოდ არ გაუშვია.

საინტერესო ისტორია ბუფონის წარსულიდან - რომელ კლუბს განუცხადა უარი ლეგენდარულმა მეკარემ ?

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით