სიახლეები / ჩოგბურთი / მსოფლიო ჩოგბურთი
რაფა ნადალის კომენტარი ჩოგბურთის წესებში შესული ცვლილებების შესახებ

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი - ესპანელი რაფაელ ნადალი „დიდი მუზარადის“ ტურნირებთან დაკავშირებული წესების ცვლილებებით უკმაყოფილოა, უფრო კონკრეტულად, მას არ მოსწონს პირველ და მეორე ჩაწოდებას შორის არსებული დროის ელექტრონული სისტემა.

„ამ სისტემის გამო, ჩოგბურთის მატჩები სანახაობრივი ვეღარ იქნება. თუმცაღა, თუკი ვინმე თვლის, რომ ჩოგბურთს არც სილამაზე და არც სანახაობრიობა არ ჭირდება, მაშინ ეს ელექტრონული მოწყობილობა მშვენიერი გამოგონება გამოდის...“ - ციტირებს ნადალის სიტყვებს “Express”.

შეგახსენებთ, რომ "დიდი მუზარადის" ტურნირებზე, ჯერ-ჯერობით 2018 წლის "ავსტრალიის ღია პირველობაზე", პირველ და მეორე ჩაწოდებას შორის ამუშავდება ელექტრონული სისტემა, რომელიც დროს დაითვლის. თითოეული მოწოდების შესასრულებლად, ჩოგბურთელს 25 წამი ექნება მიცემული...











კომენტარის დამატება