არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა იტალიასთან მატჩის გამართვაზე უარი განაცხადა

სიახლეები / ფეხბურთი / იტალია / არგენტინა / გუნდები 22-ნოე, 18:549 GioToServe 330 0






არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა იტალიის წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩი გააუქმა. შეხვედრა 2018 წლის 23 მარტისათვის იყო ჩანიშნული.

“Football Italia”-ს ინფორმაციით, „ItaSportPress”-ზე დაყრდნობით, „არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ“ („AFA”) აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდგომ მიიღო, რაც იტალიელებმა 2018 წლის „მსოფლიო ჩემპიონატზე“ ვერ მოახერხეს გასვლა.

წყაროს ინფორმაციით, „AFA”-მ თავისი გადაწყვეტილება კოლეგებს მას შემდგომ აცნობა, რაც 2018 წლის „მსოფლიო ჩემპიონატის“ კრიტიკული მნიშვნელობის მატჩში, იტალიელებმა შვედების წინააღმდეგ ვერ შეძლეს გამარჯვების მოპოვება.

უფრო კონკრეტულად, არგენტინული მხარის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხრეთ ამერიკელებმა შეხვედრა გააუქმეს იმის გამო, რომ გულშემატკივრებს შესაძლოა მატჩის მიმართ ინტერესი არ ჰქონოდათ. ამასთანავე, სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელის მეთაურობით, არგენტინას იტალიის საცდელ ეროვნულ ნაკრებთან მოუწევდა თამაში.

ამგვარი ახსნა-განმარტებითი წერილისდა მიუხედავად, 2018 წლის „მსოფლიო ჩემპიონატზე“ იტალიის ვერ გასვლის შემდგომ, არგენტინის ეროვნული ნაკრების მიერ ამხანაგური მატჩის გაუქმების გადაწყვეტილება, იტალიური მასმედიის მიერ აღიქმება, როგორც იტალიური ფეხბურთისათვის კიდევ ერთი დამამცირებელი ფაქტი.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018