ოზილის ულტიმატუმი - რა შემთხვევაში გადავა ფეხბურთელი "ბარსელონაში" ?

ოზილის ულტიმატუმი - რა შემთხვევაში გადავა ფეხბურთელი

23-11-2017, 18:18

გერმანელი ნახევარმცველი მესუტ ოზილი იანვრის სატრანსფერო პერიოდში „არსენალის“ დატოვებას გეგმავს.

„არსენალის“ ხელმძღვანელობა მზადაა მესუტ ოზილის იანვარში გასაყიდად. ნახევარმცველის კონტრაქტი მომავალ ზაფხულს იწურება და ინგლისურ კლუბთან არც საკუთრივ ფეხბურთელს სურს კონტრაქტის გახანგრძლივება.

მესუტ ოზილით ყველაზე მეტად „ბარსელონაა“ დაინტერესებული, რომელიც მზადაა „არსენალის“ მიერ ფეხბურთელზე დაწესებული სატრანსფერო თანხა - 20 მილიონი ევრო გადაიხადოს.

თუმცაღა, კატალონიური კლუბი ერთ პრობლემას წააწყდა - არა „არსენალთან“, არამედ ოზილთან დაკავშირებით.

ესპანური ყოველდღიური გამოცემა „AS”-ის მიხედვით, ოზილმა „ბარსელონას“ წინადადება წაუყენა, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელი წელიწადში 19 მილიონი ევროს ოდენობის ანაზღაურებას ითხოვს. ამით გერმანელი ნახევარმცველი ლიონელ მესის შემდგომ, კლუბში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი შეიძლება გახდეს. საუბარია 370,000 ევროზე ყოველკვირეულად, დაბეგვრის გარეშე.

ჯერ კიდევ საკითხავია, დააკმაყოფილებს „ბარსელონა“ ოზილის ამგვარ მოთხოვნას თუ სხვა ალტერნატივის ძიებას დაიწყებს.

ოზილი „ლა ლიგაში“ წარსულშიც თამაშობდა. იგი მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში 2010-2013 წლებში ასპარეზობდა.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით