გერმანელმა გულშემატკივრებმა პროტესტის ნიშნად მოედანზე ფული გადმოყარეს

გერმანელმა გულშემატკივრებმა პროტესტის ნიშნად მოედანზე ფული გადმოყარეს

23-11-2017, 19:08

მიუნხენის „ბაიერნის“ გულშემატკივრებმა „ჩემპიონთა ლიგის“ მატჩებზე დასასწრები ბილეთის მაღალი ფასი გააპროტესტეს.

გუშინ, „ჩემპიონთა ლიგის“ ფარგლებში, მიუნხენის „ბაიერნმა“ გასვლაზე 1-2 ანგარიშით დაამარცხა ანდერლეხტი, მაგრამ გულშემატკივრებმა ორიგინალურად გამოხატეს თავიანთი პროტესტი.

შეხვედრის მიმდინარეობისას, მატჩზე დასასწრები ბილეთის მაღალი ფასის ხაზგასასმელად, გულშემატკივრებმა საფეხბურთო მოედანზე 500 ევროიანი ბანკნოტები გადმოყარეს, რა თქმა უნდა ბანკნოტები ყალბი აღმოჩნდა, მაგრამ გულშემატკივართა პოზიცია ნათლად და მკაფიოდ გამოჩნდა.

მსგავსი შემთხვევა სეზონის დასაწყისშიაც - „პ.ს.ჟ.“-სთან დაპირისპირებისას დაფიქსირდა.

გერმანელმა გულშემატკივრებმა „ანდერლეხტი“ – მიუნხენის „ბაიერნის“ შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები 100 ევროდ შეიძინეს.


გერმანელმა გულშემატკივრებმა პროტესტის ნიშნად მოედანზე ფული გადმოყარეს


გერმანელმა გულშემატკივრებმა პროტესტის ნიშნად მოედანზე ფული გადმოყარეს

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით