სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ინგლისი / გერმანია / იტალია / საფრანგეთი / ჩემპიონთა ლიგა
"ჩემპიონთა ლიგის" კვირის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ცნობილია

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ „ჩემპიონთა ლიგის“ ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. „აპოელის“ წინააღმდეგ მატჩში, პორტუგალიელმა 2 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემით გამოირჩეოდა.

„თეთრების“ ვარსკვლავს რესპოდენტთა 43%-მა დაუჭირა მხარი. რონალდუმ „პ.ს.ჟ.“-ს ბრაზილიელ ვარსკვლავს - ნეიმარსაც აჯობა. ამ უკანასკნელს ხმების 28% ერგო.

8 საუკეთესო ფეხბურთელს შორის შევიდნენ მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი (8%), „ჩელსის“ ნახევარმცველი ედენ აზარი (8%), ჰარი კეინი (3%), ლორენცო ინსინიე (3%). სიაში ბოლო ადგილი დაიკავა „ატლეტიკოს“ ნახევარმცველმა იანიკ კარასკომ, რომელმაც ხმების მხოლოდ 1%-ის მოპოვება შეძლო.


"ჩემპიონთა ლიგის" კვირის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ცნობილია











კომენტარის დამატება