"უეფამ" ევროპული კლუბების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ინგლისი / გერმანია / იტალია / საფრანგეთი / ჰოლანდია / ჩემპიონთა ლიგა / უცხოური ფეხბურთი / ევროტურნირები 24-ნოე, 17:529 GioToServe 6566 0






„ჩემპიონთა ლიგისა“ და „ევროპის ლიგის“ ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩები დასრულდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, „უეფას“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა დღევანდელი დღისათვის დამოწმებული (24.11.2017) ევროპული კლუბების რეიტინგი.

ათეულში არანაირი ცვლილება არ მომხდარა; პირველ ადგილს მადრიდის „რეალი“ იკავებს, მეორეზე „ატლეტიკო“ იმყოფება, მესამე ადგილი კი „ბარსელონას“ ერგო. კატალონიური კლუბის მომდევნო ორ - მე-4 და მე-5 პოზიციას მიუნხენის „ბაიერნი“ და ტურინის „იუვენტუსი“ ინაწილებენ.

ცხრილში მე-10 ადგილი პორტუგალიურმა კლუბმა „ბენფიკამ“ დაიკავა, რომელსაც „ჩემპიონთა ლიგის“ მიმდინარე გათამაშებაში ჯერ-ჯერობით არცერთი ქულა არ აქვს მოპოვებული. ლონდონის „ჩელსი“ ერთი ნაბიჯით დაწინაურდა და „მანჩესტერ იუნაიტედს“ გადაუსწრო.

შეგახსენებთ, რომ ასახული კოეფიციენტები გასული 5 წლის განმავლობაში, კონკრეტული კლუბის მიერ, „უეფას“ ეგიდით გამართულ ტურნირებზე დაფიქსირებული შედეგების მიხედვით გამოითვლება. მოცემული რეიტინგი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც „ჩემპიონთა ლიგისა“ და „ევროპის ლიგის“ კენჭისყრის დროს, ის პირდაპირ მოქმედებს კონკრეტული კლუბის განთესვაზე.

"უეფამ" ევროპული კლუბების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018