Image

გაელ მონფილსი - "დიდი მუზარადის" მოგებისათვის თავს გავწირავ"

სიახლეები / პირადი ცხოვრება / ჩოგბურთი / მსოფლიო ჩოგბურთი 24-ნოე, 18:539 GioToServe 473


ფრანგმა ჩოგბურთელმა გაელ მონფილსმა, რომელსაც ტრავმის გამო მიმდინარე სეზონის დროზე ადრე დასრულება მოუწია, მომავალი წლისთვის არსებული გეგმების შესახებ ისაუბრა.

„მე „დიდი მუზარადის“ ტურნირის მოგების ჯერ კიდევ დიდი სურვილი გამაჩნია. აღნიშნულის მისაღწევად ძალიან ბევრს ვშრომობ და გამარჯვებისათვის მზად ვარ თავი გავწირო. ძალიან კარგი იქნება თუ ეს ყველაფერი „საფრანგეთის ღია პირველობაზე“ მოხდება.“

„მომავალ წელს უფრო მეტ თიხის ტურნირზე ასპარეზობას ვგეგმავ. ეს აუცილებელია როგორც ჩემი ჯანმრთელობისათვის, ასევე ჩემი თამაშისა და კარიერისათვის.“

„აქამდე ჩემ კარიერაში თიხის სეზონზე თებერვალში არასდროს გადავსულვარ, მაგრამ მომავალი სეზონიდან სწორედ ამას ვცდი. რაც უფრო მალე გადავალ თიხაზე, მით უფრო უკეთ მოვემზადები გრძელი ევროპული სეზონისათვის.“ - ციტირებს მონფილსის სიტყვებს „Courier Mail”.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
იანვარი 2019 (434)
დეკემბერი 2018 (540)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
სექტემბერი 2018 (574)
აგვისტო 2018 (535)
რეკლამა