ნეიმარის მადრიდის "რეალში" გადასვლას ახლა უკვე 2019 წლისთვის ვარაუდობენ

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / საფრანგეთი / ტრანსფერები 25-ნოე, 19:149 GioToServe 1085 0





ნეიმარი მადრიდის „რეალის“ მთავარ სამიზნეს წარმოადგენს, მაგრამ ბრაზილიელის „ბერნაბეუზე“ გადასვლას 2019 წლისთვის ვარაუდობენ.

„მარკას“ ინფორმაციით, მადრიდის „რეალს“ დიდი ამბიციები აქვს „პ.ს.ჟ.“-დან ნეიმარის გადმოყვანის თაობაზე, მაგრამ როგორც ჩანს, ესპანური კლუბი ფეხბურთელის ყიდვას 2 წელში შეეცდება.

ცოტა ხნის წინ, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პარიზულ კლუბში გადასვლით სატრანსფერო თანხის რეკორდი მოხსნა, მაგრამ ვრცელდება ხმები, რომ იგი „პ.ს.ჟ.“-ში თავს ბედნიერად ვერ გრძნობს.

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა 25 წლის ფეხბურთელის მიმართ პოტენციაში არსებული ინტერესი არ უარყო. სწორედ „Marca”-ს ინფორმაციით, აღნიშნული ტრანსფერი შესაძლოა 2019 წლის ზაფხულში შედგეს.

ნეიმარმა მკაფიოდ განუცხადა ერთი მხრივ მასმედიას, ხოლო მეორე მხრივ თავის ამჟამინდელ კლუბს - „პ.ს.ჟ.“-ს, რომ ფეხბურთელი არ აპირებს მომავალ სეზონში გუნდის დატოვებას, რადგან მისი მთავარი მისია უახლოეს 18 თვეში „ჩემპიონთა ლიგის“ მოგებაა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018