საქართველო - ეპას წევრი გახდება

სიახლეები / სხვა სახეობები 24-სექ, 17:459 admin 1299 0






საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლადო ვარძელაშვილი 21-23 სექტემბერს ბაქოში გამართულ ევროპის ქვეყნების სპორტის მინისტრების მე-18 მინისტერიალზე იმყოფებოდა. მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველო ევროპის საბჭოსთან არსებულ საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაცია "ე.პ.ა.ს" - ში გაწევრიანდება.

გადაწყვეტილებას საქართველოს ეპასში გაწევრიანების შესახებ მხარი ევროპის საბჭოს სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემაც დაუჭირა.

მინისტერიალზე სპორტში კორუფციულ მომენტებთან ბრძოლის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებას მოეწერა ხელი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საჭიროა მკაცრი კონტროლი სპორტში ბოლო დროს გახშირებული კორუფციის წინააღმდეგ. ძირითადი აქცენტი სპორტსმენების მხრიდან დოპინგის მოხმარებასა და ე.წ. "გაყიდულ" მატჩებსა და შეხვედრებზე გაკეთდა.

ევროპის ქვეყნების მინისტრები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში სპორტში კორუფციასთან საბრძოლველად სპეციალური საერთაშორისო მონიტორინგის ბიუროც შეიქმნება. ამის გარდა მინისტერიალზე სპორტსმენებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზეც იმსჯელეს.

ინფორმაცია "ეპას"-ის შესახებ:

ეს ორგანიზაცია 2005 წლის ვარშავის სამიტის შემდეგ შეიქმნა. ამ დრომდე ორგანიზაციაში გაწევრიანებულია ევროპის 33 სახელმწიფო როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ ევროპიდან.

ეპასის საქმიანობის ძირითადი სფერო ევროპაში სპორტის პოპულარიზაცია და მხარდაჭერაა. ეპასს აქვს სერიოზული გავლენა ყველა საერთაშორისო სპორტ ულ ფედერა ციაზე, რადგანაც მისი ძირითადი საქმიანობა სპორტში კორუფციულ მომენტებთან ბრძოლაა - მაგალითად - სპორტსმენების დოპინგ-კონტროლი და ე.წ. "გაყიდული მატჩების" გამოვლინება. ამის გარდა ეს ორგანიზაცია ეპასის წევრ სახელმწიფოებს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებს სთავაზობს სპორტის პოპულარიზაციისთვის.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018