ვინ არის ფეხბურთელი, რომელშიც "რეალი" 90 მილიონი ევროს გადახდას აპირებს ?

ვინ არის ფეხბურთელი, რომელშიც

26-11-2017, 18:36

მადრიდის „რეალი“ უკვე სერიოზულად ფიქრობს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკვლავის ანტონი მარსიალის კლუბში გადმოყვანაზე.

სამეფო კლუბის ხელმძღვანელობას მომავალი სეზონისათვის მარცხენა ვინგერის შესყიდვა სურს და როგორც ჩანს, სწორ ფეხბურთელს მიაკვლია.

საუბარია „მანჩესტერ იუნაიტედის“ გამორჩეულ ფრანგ მოთამაშე ანტონი მარსიალზე, რომელიც ჟოზე მაურინიოს დიდი ნდობითა და მოწონებით სარგებლობს.

მადრიდის „რეალი“ ფეხბურთელის ტრანსფერის სრულყოფაში მოსაყვანად 90 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს. ეს მაჩვენებელი 10 მილიონი ევროთი აღემატება იმ თანხას, რაც ორი წლის წინ, „იუნაიტედმა“ „მონაკოს“ მარსიალისთვის გადაუხადა.

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ თუკი აღნიშნული ტრანსფერი ვერ განხორციელდა, მაშინ მადრიდის „რეალი“ ისევ „ჩელსის“ ვარსკვლავს - ედენ აზარს დაუბრუნდება.

ვინ არის ფეხბურთელი, რომელშიც "რეალი" 90 მილიონი ევროს გადახდას აპირებს ?

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით