დღის ახალი ამბები

რუსი დეპუტატი : "ნონა ქართველია და ამიტომ ალაპარაკდა სექსიზმსა და ქართველების ჩაგვრაზე"

რუსი დეპუტატი : "ნონა ქართველია და ამიტომ ალაპარაკდა  სექსიზმსა და ქართველების ჩაგვრაზე"
24-09-2021, 18:10

როგორც მოგეხსენებათ ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის სერიალის ფინალური ეპიზოდის იმ ნაწილის გამო, რომელშიც მის მიღწევებს პერსონაჟ ბეთ ჰარმონის წარმატებას ადარებენ.

ამ თემაზე ციგურაობაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა და რუსეთის დუმის დეპუტატმა სვეტლანა ჟუროვამ კომენტარი გააკეთა.

"სექსიზმში დადანაშაულება?! ახლა ეს მოდაშია და ყურადღებასაც იპყრობს. აქ საქმე სექსიზმს კი არა პროპაგანდას ეხება. ეს მხატვრული სერიალია და არაა სავალდებულო სიუჟეტი 100%-ით სიმართლეს აღნიშნავდეს. დოკუმენტური რომ იყოს, საჩივარს საფუძველი ექნებოდა.

რა, ქართველებს სსრკ-ში ჩაგრავდნენ? როგორც ჩანს, გაფრინდაშვილს დიდი გეგმები აქვს. ახლა საქრთველოში ცხოვრობს და ამიტომ დაიწყო ლაპარაკი სექსიზმსა და ჩაგვრაზე.

ნონა მართლაც ძლიერი მოჭადრაკე იყო და კაცებს შორისაც მაღალი რეიტინგი ჰქონდა, ალბათ მთავარი პრობლემა ის არის, რომ მას წინასწარ არ შეუთანხმდნენ"
- აცხადებს ჟუროვა.





გაზიარება
მოინახულეს 1 221-ჯერ
კომენტარები
რეკლამა