Image

2018 წლის "მსოფლიო ჩემპიონატზე" მსაჯებს შეხვედრის შეწყვეტისა და გაუქმების უფლება მიეცემათ

სიახლეები / ფეხბურთი 27-ნოე, 18:529 GioToServe 684


















2018 წლის „მსოფლიო ჩემპიონატზე“, რომელიც რუსეთში გაიმართება, ფეხბურთის მსაჯებს შეეძლებათ მატჩების გაუქმება. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი გამოვლინდება რასიზმი ან სხვა სახის დისკრიმინაცია.

აღნიშნულის შესახებ „ფიფას“ პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ სრულიად მოულოდნელად განაცხადა.

„რაც შეეხება დისკრიმინაციის საკითხს, „ფიფა“ ყოველთვის სერიოზულად ეკიდებოდა აღნიშნულ თემას. ძალისხმევას არ დავზოგავთ, რათა ეს ყოველივე აღვკვეთოთ. რუსეთში, 2018 წლის „მსოფლიო ჩემპიონატზე“, პირველად ისტორიაში ამოქმედდება სამსაფეხურიანი მექანიზმი და რაიმე სახის დისკრიმინაციის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, მსაჯს შეეძლება თამაშის გაჩერება, შეწყვეტა ან გაუქმება. ამ საკითხს ლოიალურად ვერ შევხედავთ, ვერც შევეგუებით და ზემოთაღნიშნულს სერიოზულად ვუყურებთ. გვინდა, რომ რუსეთში „მსოფლიო ჩემპიონატმა“ მშვიდობიანად და თანაბარ პირობებში ჩაიაროს.“ - განაცხადა ინფანტინომ „FIFA TV”-სთან მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის „მსოფლიო ჩემპიონატი“ რუსეთში ჩატარდება 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აპრილი 2019 (361)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
რეკლამა